ჩვენ შესახებ

IPS Contract არის ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალების მწარმოებელი წამყვანი ევროპული ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ 50-ზე მეტ ბრენდთან და შეგვიძლია შემოგთავაზოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის პროდუქტი ინტერიერის გასაფორმებლად: კერამიკული ფილები, პარკეტი, ლამინატი, სანტექნიკა, აბაზანის აქსესუარები და საშხაპე სისტემები, ავეჯი, სამზარეულო, შიდა კარი, განათება, ფარდა, შპალერი და ა.შ

კომპანია ფოკუსირებულია 3 ძირითად მიმართულებაზე:

  • საკონსულტაციო მომსახურება

  • სასტუმროებისთვის, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტებისთვის ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალების მიწოდება.

  • კერძო დამკვეთების კომპლექსური მომსახურება

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევაში.  უმუშავით ისეთ პროექტებზე როგორიცაა:

ჰილტონ ბათუმი, კასტელო-მარე ციხისძირი, შერატონ თბილისი, ბილთმორ თბილისი, კეპმინსკის აპარტამენტები ბათუმი, ბელევიუ რეზიდენს ბათუმი, მეტრო ჯორჯია ბათუმი, მერიოტ თბილისი, რედისონ თბილისი, სავაჭრო ცენტრი მერანი, გალერეა თბილისი, რიქსოს თბილისი და ა.შ.