სერვისები

საკონსულტაციო მომსახურება

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს როგორც კომერციულ (სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი) ასევე კერძო ობიექტებს. ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ პროექტის ბიუჯეტირება და გავუწიოთ დამკვეთს კონსულტაცია ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მეთოდებზე. პროდუქციის შერჩევაზე და სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილების გამოყენებაზე. ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე ვთანამშრომლობთ იტალიელ პარტნიორებთან რომელთაც 20 წლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. შესაბამისად შეგვიძლია გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და გავუწიოთ მაქსიმალურად კვალიფიციური კონსულტაციები ჩვენს დამკვეთებს.

სასტუმროებისთვის, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტებისთვის ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალების მიწოდება.

ჩვენს პორტფოლიოში არსებული ბრენდები საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიც არის - შერატონი,ჰილტონი, მარიოტი, რედისონი, ჰაიატი, როიალ კარიბიანი, მაკდონალდსი, პორშე, აუდი და ა.შ. ჩვენი პარტნიორი ბრენდების პროდუქტები გამოცდილი და რეკომენდირებულია მათ მმართველობაში არსებული კომერციული დანიშნულების ობიექტების მოსაპირკეთებლად და მოსაწყობად. ეს ჩვენი პროდუქციის ხარისხზე და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს.

კერძო დამკვეთების კომპლექსური მომსახურება

ჩვენი პორტფოლიო მოიცას პროდუქციის სრულ ასორტიმენტის ინტერიერის მოწყობა-მოპირკეთებისთვის. გაყვანილობის მილები, ტრაპები, კერამიკული ფილა და კერამოგრანიტი, პარკეტი, ლამინატი, სააბაზანო ოთახის მოწყობილობები, განათება, ავეჯი, სამზარეულო, კარი, ფარდა, შპალერი და ა.შ. შესაბამისად თქვენ გაქვთ საშუალება ოფისიდან გაუსვლელად აარჩიოთ თქვენი ბინის, აგარაკის თუ კერძო სახლის მოსაწყობი მასალები სრულად. ჩვენი პარტნიორი კომპანიის Key Studio-ს დახმარებით კი იგივე სივრცეში, შეგიძლიათ დაუკვეთოთ დიზიან პროექტი და სარემონტო სამუშაოების შესრულება.