IPS Contract – არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ინტერიერის საკონტრაქტო მიმართულებით 30-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. ჩვენს პორტფელში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიცაა – Atlas Concorde, Sicis, Halbmond, Hakwood, Hansgrohe, Gessi, Ideal Standard, Tece, Kaldewei, Vescom, Magis, Emu, Megawood და ა.შ.
IPS Contract-ის ასორტიმენტი მოიცავს შემდეგ მასალებს:
- კერამიკული ფილა, კერამოგრანიტი, მოზაიკა;
- რბილი და ვინილის იატაკი;
- პარკეტი და დექი;
- სანტექნიკა და აბაზანის აქსესუარები;
- ტექსტილის და ვინილის შპალერი, ფარდა;
- გარე ავეჯი;
ყველა ჩვენი პარტნიორის პროდუქცია, აკმაყოფილებს საეთაშორისო საკონტრაქტო ბაზარზე არსებულ სტანდარტებს და სერთიფიკატებს. რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პროდუქცია გამოყენებული იყოს, როგორც ნებისმიერ კომერციულ თუ კერძო პროექტში, ასევე ისეთი მაღალი სტანდარტების მქონე საერთაშორისო ქსელურ სასტუმროებში, როგორიცაა – მერიოტი, შერატონი, რედისონი, პულმანი, იბისი და ა.შ.
დამკვეთებისთვის პროდუქციის შერჩევაში, IPS Contract – ს კვალიფიციური მომსახურების შეთავაზების საშუალებას აძლევს, პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდი, რომლებსაც ინტერიერის მოპირკეთების სექტორში მოღვაწეობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. გავლილი აქვთ ტრეინინგები ევროპელ პარტნიორებთან და უმუშავიათ ისეთ პრესტიჟულ პროექტებზე როგორიცაა – ჰილტონ ბათუმი, პარაგრაფი შეკვეთილი, კასტელო მარე ბათუმი, ბილტმორ თბილისი, შერატონ თბილისი, პულმან თბილისი, რედისონ წინანდალი და ა.შ