TECE გერმანული კომპანიაა, რომელიც 1987 წელს დაარსდა და დღემდე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ევროპაში. კომპანია აწარმოებს სანტექნიკურ-საინჟინრო პროდუქტებს. ასორტიმენტი მოიცავს გაყვანილობის მილებს, ჩასაშენებელ და სადრენაჟო სისტემებს (ე.წ. ტრაპებს). TECE-ს პროდუქცია იწარმოება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში. უმაღლესი ხარისხისა და ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე TECE-ს ირჩევენ წამყვანი სასტუმრო ქსელების ოპერატორები – Sheraton, Radisson, Marriot და ა.შ. საქართველოში მათი პროდუქცია გამოყენებულია ისეთ პროექტებში როგორიცაა – Paragraph Resort & Spa, Shekvetili, The Biltmore Tbilisi Hotel, Pullman Tbilisi Hotel, Radisson Collection Hotel Tsinandali Estate Georgia და სხვა.
Axor- ცნობილი გერმანული კომპანია Hansgrohe-ს პრემიუმ სეგმენტის ბრენდს წარმოადგენს, ის უკვე 25 წელია ბაზარზეა და აწარმოებს სააბაზანე და სამზარეულოს შემრევებს, საშხაპე სისტემებსა და აქსესუარებს. Axor-ის პროდუქციას უპირატესობას ანიჭებენ, ბრენდულ სასტუმროებსა და რესტორნებში, საოფისე დაწესებულებებსა და კერძო რეზიდენციებში. კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია ფუფუნების საგნად. უმაღლეს ესთეტიკურ და ტექნოლოგიურ დონეზე შექმნილი კოლექციები კი, სააბაზანო ოთახის დიზაინის კლასიკად იქცა.
იტალიური კომპანია FALPER დაარსდა 2008 წელს. იგი ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია აბაზანების, ხელსაბანების, შემრევებისა და სააბაზანე ხელნაკეთი ავეჯის, სარკეებისა და აქსესუარების წარმოებაში. ბრენდი გამოირჩევა, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებით, ასევე დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მოდელების შექმნით.
Falper-ის თითოეული პროდუქტი, წარმოადგენს, მათი შემქმნელების უნიკულარ ხედვას, ინდივიდუალურობას, სტილის შეგრძნებას, სწრაფვას სრულყოფილებისკენ. იდეალურად დამუშავებული ზედაპირები, ფორმები, ინოვაციური დიზაინი – Falper-ის სავიზიტე ბარათია. Falper-მა შეცვალა მომხმარებელთა ხედვა და სააბაზანე ოთახი, გახადა ის სივრცე, სადაც თითოეული აქსესუარი მეტყველებს ინდივიდუალურობაზე. It is like me, and how I like to live.
It is Falper- არის კომპანიის სლოგანი.
IDEAL STANDARD არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც 100 წელზე მეტია უცვლელად ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერი ბრენდის სახელს სანტექნიკური პროდუქტების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი, ბელგიაში მდებარეობს, მათი 11 ქარხანა კი, ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებშია განთავსებული – გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია და ბულგარეთი. კომპანია აწარმოებს სააბაზანო მოწყობილობების სრულ ასორტიმენტს – ხელსაბანებს, ხელსაბანის შემრევებს, საშხაპე სისტემებს, საშხაპე კაბინებს, აბაზანებს, საშხაპის ძირებს, უნიტაზებს, ბიდეებს და აქსესუარებს. IDEAL STANDARD – ის პროდუქცია, გამოირჩვევა მაღალი ხარისხით და გამძლეობით, აკმაყოფილებს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნებს და გამოყენებულია უამრავ საერთაშორისო პროექტში. საქართველოში IDEAL STANDARD-ის პროდუქცია გამოყენებულია East Point, Galleria Tbilisi, Raddison Collection Tsinandali, IBIS Stadium და ა.შ
გერმანული კომპანია KALDEWEI უკვე ათწლეულებია ინარჩუნებს ევროპაში #1 ბრენდის სახელს აბაზანების წარმოებაში. აბაზანების გარდა კომპანია აწარმოებს საშხაპის ძირებს და ხელსაბანებს. KALDEWEI-მ პირველმა შექმნა ემალირებული ფოლადის წარმოების ტექნოლოგია. კომპანიას როგორც საუკეთესო დიზაინის მწარმოებელს, მოპოვებული აქვს 150-ზე მეტი ჯილდო. KALDEWEI-ს მიერ წარმოებულ პროდუქციას აქვს უპრეცენდენტო 30 წლიანი გარანტია რაც თავისთავად უმაღლეს ხარისხზე მიუთითებს. მათი პროდუქცია გამოყნებულია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ინტერიერებსა და პროექტებში. საქარველოში Kaldewei-ს პროდუქცია გამოყენებულია Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace, The Biltmore Tbilisi Hotel, Radisson Collection Hotel Tsinandali Estate, Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze და ა.შ.
პრემიუმ კლასის, იტალიური ბრენდი Gessi აწარმოებს სანტექნიკური მოწყობილობების სრულ სპექტრს: სპას, საშხაპე სისტემებს, აქსესუარებს, ხელსაბანებსა და შემრევებს როგორც სააბაზანე ოთახისათვის, ასევე სამზარეულოსთვის.
Gessi-ს პროდუქცია ცნობილია თავისი ექსკლუზიურობით, ინოვაციურობით, ჭეშმარიტი იტალიური დიზაინით და პრემიუმ ხარისხით.
Gessi ძალიან ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია დიზანის სფეროში და საპატიო ადგილსაც იკავებს იტალიის ტოპ ბრენდების სიაში.
Gessi-ს პროდუქცია გამოყენებულია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ პრესტიჟულ ვილაში, იახტებზე და პრემიალურ ბუტიკურ სასტუმროებში.
Zucchetti.Kos არის იტალიური კომპანია, რომელიც დაარსდა 1929 წელს და მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული როგორც პრემიუმ კლასის ბრენდი. მათი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ შოურუმებში. კომპანია აწარმოებს შემრევებს, საშხაპე სისტემებს და აქსესუარებს. 1970 წლიდან კომპანიამ დაიწყო სპა-ს და დიზაინერული სააბაზანო მოწყობილობების წარმოება KOS ბრენდის სახელით. Zucchetti.Kos პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი და ექსკლუზიური დიზაინით, ფერების დიდი არჩევანით და პროდუქციის მრავალფეროვნებით.
აბაზანის აქსესუარების მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია Geesa, უკვე მრავალი წელია ცნობილი საკონტრაქტო ბრენდია აბაზანის აქსესუარების მიმართულებით. Gessa-ს პროდუქცია სრულყოფილ ბალანსს ქმნის ფასის, ხარისხის, ფუნქციურობისა და დიზაინს შორის.
მსოფლიოს მასშტაბით Geesa-ს პროდუქცია უკვე დამონტაჟებულია 1100-ზე მეტ სასტუმროსა და საკრუიზო გემებზე, რაც მისი ხარისხს უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს.
იტალიური კომპანია Novellini, აწარმოებს ერთ-ერთი გამორჩეული ტოპ დიზაინის საშხაპეებს და მულტიფუნქციურ აბაზანებს, აბაზანისა და საშხაპე კაბინებს, სპას და საშხაპის ძირებს. თითოეული პროდუქტი შექმნილია და დამზადებულია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
2011 წლიდან Novellini-მ შექმნა ინოვაციური პროექტი IN ART, რაც გულისხმობს ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი საშხაპე შუშების დამზადებას.
Vescom 1971 წელს ნიდერლანდებში დაარსდა. კომპანია, აწარმოებს შპალერს, ტექსტილისა და ვინილის კედლის საფარს, ტექსტილის ფარდებს, რომელიც გამოყენებულია საერთაშორისო საკონტრაქტო პროექტებში, სასტუმროებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებში, ოფისებსა და სასწავლო დაწესებულებებში. Vescom–ის პროდუქცია გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით, მასალების, სტრუქტურების, ტექსტურების და ფერების ფართო ასორტიმენტით.
Wall&decò შპალერის მწარმოებელი იტალიური კომპანიაა. ბრენდი დაარსებიდან მალევე გახდა ცნობილი და მიიპყრო დიზაინერებისა და არქიტექტორების ყურადღება როგორც კედლის დიზაინის მრავალფეროვანი, თრენდული, დახვეწილი და გამორჩეული პროდუქციის მწარმოებელმა. წლების განმავლობაში Wall & decò პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა და ორი მიმართულებით OUT SYSTEM (გარე კედლებისა და ფასადები) და WET SYSTEM (სველი წერტილებისა და საშხაპე ოთახები) განვითარდა. კომპანია დღემდე უცვლელად ინარჩუნებს მაღალ ხარისხს და ამოუწურავ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.
გერმანული კომპანია Halbmond, 130 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს რბილ იატაკს და ხალიჩებს. კომპანია გამოცდილების და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით, ინარჩუნებს ყველაზე ინოვაციური მწარმოებლის სახელს. მათი ხალიჩები დამზადებულია ანტიალერგიული, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით, გამძლეობითა და ხმის დახშობის მაღალი მაჩვენებლით.
იატაკის მწარმოებელი კომპანია Meister დაარსდა გერმანიაში 1930 წელს. ბუნებრივი, უსაფრთხო მასალით და თანამედროვე დიზაინით Meister მომხმარებლებს სთავაზობს სრულყოფილ ინტერიერს. მაღალი ხარისხითა და პროდუქციის მრავალფეროვნებით კომპანია გერმანიაში პარკეტის მწარმოებლების ტოპ სამეულში შედის. სისტემებს და აქსესუარებს. 1970 წლიდან კომპანიამ დაიწყო სპა-ს და დიზაინერული სააბაზანო მოწყობილობების წარმოება KOS ბრენდის სახელით. Zucchetti.Kos პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი და ექსკლუზიური დიზაინით, ფერების დიდი არჩევანით და პროდუქციის მრავალფეროვნებით.
ფრანგული კომპანია DESIGN PARQUET სპეციალიზირებულია მუხისა და ტროპიკული ხისგან დამზადებული იატაკის წარმოებაზე. ბრენდი აწარმოებს როგორც მასიურ ისე ორშრიან და სამშრიან პარკეტებს. პროდუქციის ფართო სპექტრი კომპანიას საშუალებას აძლევს პერსონალურად მოერგოს თითოეულ მომხმარებელს და შექმნას ინდივიდუალური დიზაინის საფარი.
Hakwood წარმოადგენს გლობალურ ლიდერს ხის იატაკების და ფილების წარმოებაში. არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომპანია სპეციალიზირდება ინდივიდუალური დიზაინის შექმნაზე. ბრენდის სწრაფვა ინოვაციასა და სრულყოფილებისაკენ ვლინდება კომპანიის შექმნილ თითოეულ პროდუქტში. Hakwood-ს გააჩნია პროექტების ფართო პორტფელი, მსოფლიოს 60 ქვეყანაში, ბაზრის თითოეულ სექტორში – საყოფაცხოვრებო, კომერციულ, სასტუმრო და საცალო გაყიდვებში.
Megawood არის ევროპული ბაზრის ლიდერი კომპანია დექის მიმართულებით. ბრენდი წარმოებაში იყენებს ხის ბუნებრივ ნედლეულს და აერთიანებს მათ ინოვაციურ ტექნოლოგიებთან, რათა შექმნას უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა მყარი და გამძლე იატაკი. Megawood -ის პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ხარისხის და ეკოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს და იდეალური არჩევანია ტერასისა ფასადის მოსაპირკეთებლად.
კომპანია Altas Concorde დაარსდა 1969 წელს. იგი იტალიაში #1 კომპანიას წარმოადგენს კერამოგრანიტის და კერამიკის წარმოებაში. ბრენდის მთავარი მიმართულება ინტერიერის და ექსტერიერის ფილების წარმოებაა, რაშიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოს კერამიკის ბაზარზე.
Atlas Concorde იდეალური პარტნიორია იმ დიზაინერებისათვის, რომლებიც ეძებენ საუკეთესო პროდუქტებს და შეუძლიათ უპასუხონ ნებისმიერ თანამედროვე არქიტექტურულ გამოწვევებს. უწყვეტი ინოვაცია, ტექნოლოგიური კვლევები და იტალიური სტილი ეს ის ფასეულობებია, რომლებითაც კომპანია მუდმივად ხელმძღვანელობს
იტალიური კომპანია CERAMICA BARDELLI დაარსდა 1960-იან წლებში. ბრენდის პროდუქტები დაარსების დღიდან გამოირჩეოდა კრეატიულობითა და ექკლუზიორობით. კომპანია აწარმოებს ხელნაკეთ კერამიკულ ფილებს, რომელთა დიზაინის შექმნაში თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე ტრენდულ დიზაინერებთან. დღესდღეობით CERAMICA BARDELLI-ს პროდუქცია ცნობილი დიზაინერების (Marcel Wanders, Meneghello Paolelli, Paradisoterrestre, Studiopepe, Storagemilano) თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს.
კერამიკული მოზაიკის მწარმოებელი კომპანია Appiani გამოირჩევა უნიკალური ესთეტიკითა და ტექნიკური მახასიათებლებით. მდგრადი ფერისა და გამძლეობით გამორჩეული პატარა მოზაიკური ფილები იდეალურია როგორც აუზების, ასევე სააბაზანო ოთახების და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. Appiani გამოირჩევა ფერების დიდი არჩევანით და პროდუქციის მრავალფეროვნებით.
მოზაიკის მწარმოებელი კომპანია Sicis, ქმნის 100% იტალიურ პროდუქტს. ის მსოფლიოში #1 ბრენდია შუშის მოზაიკის წარმოებაში. აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით და დიდი წვლილი მიუძღვის მოზაიკის წარმოების და ხელოვნების განვითარებაში. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია, ნამდვილად უნიკალურია და ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ასორტიმენტი მოიცავს როგორც კომერციული დანიშნულების წარმოებას, ასევე ხელნაკეთ მოზაიკის პანოებს ინდივიდულური შეკვეთით. მათი პროდუქტები გამოყენებულია მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალბიუჯეტურ და პრესტიჟულ პროექტებში.
ავეჯის მწარმოებელი კომპანია Magis დაარსდა 1976 წელს ჩრდილოეთ იტალიაში. ბრენდი ქმნის ხელნაკეთ დიზაინერულ ნივთებს სახლების, ოფისებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ინტერიერისათვის. ხარისხის და ნიშის შესანარჩუნებლად პროდუქცია იქმნება და მზადდება იტალიაში. მოღვაწეობის ასპარეზზე, მრავალი დიზაინერული ჯილდოს მიღების და საერთაშორისო აღიარების გარდა, Magis-ის პროდუქცია წარმოადგენს, დიზაინის ცნობილი მუზეუმების და შოურუმების კოლექციების მუდმივ ნაწილს. მათ შორის: MoMA (ნიუ-იორკი), ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი (ლონდონი), პომპიდუს ცენტრი (პარიზი) და ა.შ.
EMU იტალიური წარმოშობის კომპანიაა, რომლის ისტორიაც 70 წელს ითვლის. ბრენდმა, მსოფლიოში საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვა გარე-გამოყენების “აუთდორ“ ავეჯის წარმოებით. კოლექციები შექმნილია განსხვავებულ სტილში და მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინის ეთნიკურ-კულტურულ ნიუანსებს. Arik Levy, Christophe Pillet, Paola Navone, Patricia Urquiola, Jean Marie Massaud, Stefan Diez, Jean Nouvel, Samuel Wilkinson, Chiaramonte/Marin დიზაინ სტუდია, Florent Coirier, Sebastian Herkner და Patrick Norguet, ეს იმ საერთაშორისოდ ცნობილ დიზაინერთა ჩამონათვალია, რომლებიც EMU-სთან თანამშრომლობენ. გამოცდილების და იდეების მუდმივი გაცვლის წყალობით, კომპანია ახერხებს ტენდენციების განჭვრეტას და სტილის საუკეთესო ინტერპრეტაციებით კოლექციების შექმნას.
იტალიური კომპანია Doimo დღესდღეობით ევროპის ტოპ ბრენდებს მიეკუთვნება. Doimo აწარმოებს თანამედროვე ავეჯს მისაღები ოთახისთვის და საძინებლისთვის. კომპანია ასევე სპაციალიზირებულია საკონტრაქტო, საოფისე და საჯარო სივრცეების ავეჯისა თუ დეკორის დამზადებაში.
დოიმოს რბილი ავეჯი განსაკუთრებულად კომფორტულია და გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით, ელეგანტურობით, დეტალებზე ზრუნვით და იტალიური ხედვით.
პროდუქციის ფართო სპექტრი იძლევა მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.