სერვისები

საკონსულტაციო მომსახურება

    ჩვენი კომპანია უწევს საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც კომერციულ (სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი) ასევე კერძო ობიექტებს.
ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება გულისხმობს:
•პროექტის ბიუჯეტირება;
•პროდუქციის შერჩევა და რეკომენდაციები სხვადასხვა ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან დააკავშირებით;
•არსებული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;
•პროექტის შესრულების ხარისხზე ზედამხედველობა;
ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომელთაც 20 წლიანი გამოცდილება აქვთ საკონსულტაციო მომსახურების სფეროში.
შესაბამისად, შეგვიძლია გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და გავუწიოთ მაღალკვალიფიციური კონსულტაციები ჩვენს დამკვეთებს.

ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება პროექტებისთვის

   ჩვენს პორტფოლიოში არსებული ბრენდები, საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ნებისმიერი ტიპის კომერციულ პროექტებზე – ეს იქნება სასტუმრო, რესტორანი, კომერციული ცენტრი, ოფისი, სასწავლო თუ სამედიცინო დაწესებულება. ჩვენი პარტნიორები მჭირდოდ თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის შერატონი, ჰილტონი, მარიოტი, რედისონი ჰაიატი, როიალ კარიბიანი, მაკდონალდსი, პორშე, აუდი, და ა.შ. ჩვენი პროდუქტები გამოცდილი და რეკომენდირებულია მათ მმართველობაში არსებული კომერციული დანიშნულების ობიექტების მოსაპირკეთებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება და პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, საშუალებას გვაძლევს ჩვენს დამკვეთებს შევურჩიოთ და მივაწოდით მათ მოთხოვნებზე მორგებული, ხარისხიანი პროდუქტები. რომლებიც აკმაყოფლებენ საერთაშორისო სტანდარტებს და უზურუნველყოფენ პროექტის გამართულ ფუნქციონირებას მრავალი წლის მანძილზე.

მონტაჟი

   დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, პროდუქციის გარკვეულ ნაწილზე, ჩვენ ვთავაზობთ დამკვეთებს, სამონტაჟო და მონტაჟის შემდგომ მომსახურებას. ჩვენ გვყავს გამოცდილი მემონტაჟეები, რომლებსაც ჩვენი ზედმახედველობის ქვეშ, წარმატებით შეუსრულებიათ არაერთი ტექნიკურად რთული პროექტი. მონტაჟის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დეტალების დასაზუსტებლად.